ირაკლი ღარიბაშვილმა ბეშუმში ახალდაქორწინებულებს საჩუქარი გადასცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შუამთობის ტრადიციულ დღესასწაულზე მყოფ ახლად დაქორწინებულ წყვილს საჩუქარი გადასცა.
პრემიერ-მინისტრმა მათ ოჯახის გამძლეობა, სიყვარული და გამრავლება უსურვა.
“ბეშუმი არის საოცარი ადგილი, მიხარია, რომ აქ ვხედავ ამდენ ახალგაზრდას. მე მინდა, მათ მივესალმო. მინდა მივესალმო ასევე ჩვენს უხუცესებს, კოლორიტ ადამიანებს, რომელთა სიტყვასაც აქვს განსაკუთრებული ფასი მთაში და ყველგან. ძალიან მიხარია, რომ აქ არის განსაკუთრებული ტრადიცია. აქ იმყოფება ახლად დაქორწინებული წყვილი და მინდა მათ ვუსურვო სიყვარული, ოჯახის გამძლეობა, სიმტკიცე და გამრავლება”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები