დღეიდან რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს არარძისმიერი პროდუქციის რეალიზაცია ეკრძალებათ

დღეიდან რძის პროდუქტებთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები ამოქმედდა. რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებს არარძისმიერი პროდუქციის რძის ნაწარმის დასახელებით რეალიზაცია აეკრძალებათ. ახალი რეგულაციის მიხედვით, მცენარეული ცხიმით დამზადებულ პროდუქტებზე კარაქის მსგავსი, არაჟნისებრი და მსგავსი სახის წარწერები გაჩნდება, რის მიხედვითაც მომხმარებლებს ეცოდინებათ რძის ნაწარმს ყიდულობენ თუ არა.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახა სოხაძემ განმარტა, თუ პროდუქტს აწერია არაჟანი, ის არ უნდა შეიცავდეს მცენარეულ ცხიმს და მას უნდა ეწეროს შესაბამისი დასახელება – არაჟნის მსგავსი, ან არაჟნისმაგვარი. მისივე თქმით, თუ პროდუქტს აწერია არაჟანი და ის დამზადებულია მცენარეული ცხიმისგან ეს განიხილება სამართალდარღვევად და მწარმოებელი დაჯარიმდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაწესებული ჯარიმის ოდენობა 400 ლარიდან 1200 ლარამდე განისაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები