რაჭა-ლეჩხუმის ტყეში დაკარგულ ისრაელის მოქალქეს მეოთხე დღეა ეძებენ

რაჭა-ლეჩხუმის ტყეში, ზეხოს მიმდებარე ტერიტორიაზე დაკარგულ ისრაელის მოქალაქეს ამ დრომდე ვერ პოულობენ. დაკარგული ტურისტის პოვნას მაშველები უკვე მეოთხე დღეა უშედეგოდ ცდილობენ.
არსებული ინფორმაციით, მასთან ერთად იმყოფებოდა ისრაელის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელმაც ტყიდან გამოსვლა თავად მოახერხა, თუმცა დაკარგულის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
სამძებრო სამუშაოებში სამაშველო ჯგუფთან ერთად, ჩართული არიან ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლები, ალპინისტები. დამატებითი ჯგუფები გაგზავნილია თბილისიდანაც. სამძებრო სამუშაოებს მკაცრი კლიმატური პირობებიც აფერხებს.
ტურისტები რეგიონში 28 ივლისს ჩავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები