ჩინეთმა დაკარგული ”ბოინგის” ნაწილების ფოტოები გამოაქვეყნა
ჩინეთის ხელისუფლების ვებგვერდზე გამოქვეყნდა ფოტოები, რომლებიც შაბათს დაკარგული ბოინგის “Malaysia Airlines”-ის შესაძლო ადგილსამყოფელის კადრებს ავრცელებს. ფოტოებზე ჩანს ჩინეთის ზღვის სამხრეთ ნაწილში გადაღებული თეთრი ლაქა, რომელიც ლაინერის ნაწილებს ჰგავდა. ქვეყნებმა ზღვაში ვერტმფრენები გაგზავნეს, თუმცა მათ ვერაფერი იპოვეს. ბოლო დღეებში თანამგზავრით გადაღებული რამდენიმე ფოტოც გავრცელდა, თითქოს ჩამოვარდნილი თვითმფრინავი იყო აღბეჭდილი, თუმცა, არც ეს ინფორმაცია არ დადასტურებულა.
„ბოინგ 777-200“ აეროპორტ კუალა-ლუმპურადან შაბათს 0:41 საათზე გაფრინდა პეკინში. ბორტზე 239 ადამიანი – 227 მგზავრი და 12 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ლაინერი ეკრანის რადარიდან ერთ საათში გაქრა. იმ მომენტში ის ჩინეთის სამხრეთ ზღვაზე მიფრინავდა. სანამ თვითმფრინავი გაქრებოდა, მას ბორტზე პრობლემების შესახებ არანაირი საგანგაშო სიგნალი არ მიუცია.