საკრებულოს დეპუტატებმა ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები ევროპის XIII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი-2015“-ის დაჯილდოვების ცერემონიალში აგრძელებენ მონაწილეობას.
დიღმის მასივის, ნაძალადევის, ისნისა და გლდანის რაიონების მაჟორიტარმა დეპუტატებმა – თარაშ შურღაიამ, დავით ჭელიძემ, მურთაზ შელიამ და ირაკლი აბუსერიძემ, ქართველ და უცხოელ სტუმრებთან ერთად, სპორტის სხვადასხვა სახეობებში გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვეს.
თარჯრბენში გამარჯვებულ ვაჟებს და გოგონებს პრიზი მურთაზ შელიამ და ირაკლი აბუსერიძემ გადასცეს. ძიუდოში 81 კგ. წონით კატეგორიაში გამარჯვებული სპორტსმენები დავით ჭელიძემ დააჯილდოვა. თარაშ შურღაიამ დააჯილდოვა თავისუფალ ცურვაში გამარჯვებული მედალოსანი გოგონები. დეპუტატებმა სპორტსმენებს გამარჯვება პირადად მიულოცეს და პროფესიულ ასპარეზზე წარმატება უსურვეს.
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ 26 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაიმართება.
ფესტივალის პროგრამაში სპორტის 9 სახეობაა ჩართული: ძიუდო, ჩოგბურთი, ცურვა, ფრენბურთი, ველოსპორტი, ტანვარჯიში, ხელბურთი, კალათბურთი და მძლეოსნობა.
შეჯიბრში 50 ქვეყნის 4000 სპორტსმენი იღებს მონაწილეობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები