კახა კალაძე: საქართველო ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა უნდა გახდეს

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ხობის რაიონში ქვესადგურ “ხორგას” მშენებლობის პრეზენტაციას დაესწრო. როგორც კალაძემ აღნიშნა, ეს ქვესადგური ქვეყნის ენერგოსისტემის განვითარებას ხელს შეუწყობს.
“ჩვენ დღეს მკაფიოდ გვაქვს ჩამოყალიბებული სახელმწიფოს განვითარების კონცეფცია. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია უცხოური კომპანიებისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის აქტიური მონაწილეობა და მათ მიერ შეტანილი წვლილი, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებისთვის. ძალიან ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველო ენერგეტიკულად დამოკიდებულია მეზობელ ქვეყნებზე, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო, უახლოეს მომავალში, ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა გახდეს”,- აღნიშნა კახა კალაძემ.
მინისტრის განმარტებით, ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ტოლფასია.
“თუ ჩვენ ვიქნებით ენერგეტიკულად დამოუკიდებელი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ეკონომიკაც განვითარდება, რაც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზეც აისახება”, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები