ბორჯომის ტყეში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია

ბორჯომის ტყეში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია

ბორჯომის რაიონის სოფელ დვირში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია – ამის შესახებ „კვირას“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა განუცხადა.

როგორც გამგებელი აცხადებს, ცეცხლი ტყის მასივის დაახლოებით 10 ჰექტარ ფართობზეა მოდებული. მისი ინფორმაციით, უკვე შექმნილია საგანგებო შტაბი შეიქმნა.

„ამ წუთებში სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, ვერტმფრენები, მეხანძრე – მაშველები. ღამეა და მასშტაბური ღონისძიების ჩატარება შეუძლებელია“,-აღნიშნა გამგებელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები