დავით ბაქრაძე: რუსეთის წინააღმდეგ გახანგრძლივებულ სანქციებს საქართველო თავიდანვე იყო შეერთებული

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის განმარტებით, ევროკავშირის საბჭოს მიერ 19 ივნისს გახანგრძლივებულ სანქციებზე საქართველო თავიდანვე შეერთებული იყო.
როგორც მან მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნული სანქცია დაახლოებით, თვენახევრის წინ გახანგრძლივდა.
“ამ სანქციას, სხვა ქვეყნებთან ერთად, ჩვენ თავის დროზე ვიყავით მიერთებულნი, შესაბამისად, თვენახევრის წინ მოხდა ამ სანქციის გახანგრძლივება ევროკავშირის საბჭოს მიერ”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
რაც შეეხება იმას, თუ რა შინაარსის სანქციაა ეს, ბაქრაძის განმარტებით, რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებში ბევრი ეკონომიკური და ტექნიკური საკითხია გათვალისწინებული. ერთ-ერთი სანქცია კი ყირიმში წარმოებულ პროდუქციას უკავშირდება.
რაც შეეხება “იტარ-ტასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს არ უერთდება მხოლოდ ეკონომიკურ სანქციებს, ბაქრაძე აცხადებს, რომ “იტარ-ტასის” ინფორმაციაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
“მინსკის პირველი და მეორე მოლაპარაკებების დროს ძალიან ბევრი სხვადასხვა სანქცია და ზომა იქნა მიღებული, რომელთა ნაწილს ჩვენ ჩვენი პოლიტიკური და ჩვენი ეკონომიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე ვართ შეერთებულნი, ან არ ვართ შეერთებულნი. ეს არის ის ნაწილი, რაზეც ჩვენ შეერთებულნი ვიყავით პირველივე დღიდან”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები