რუსეთი საქართველოსა და უკრაინას ემუქრება

რუსეთმა შესაძლოა, ევროკავშირის შვიდი კანდიდატი ქვეყნის მიმართ, რომლებიც ყირიმის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდნენ, საპასუხო სანქციები დააწესოს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პორესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, ამ საკითხში მოსკოვი ადეკვატურობის პრინციპით მოქმედებს.
„ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ნებისმიერ ასეთ გადაწყვეტილებას ადეკვატური ნაბიჯებით ვუპასუხებთ“, – განაცხადა პესკოვმა.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, ევროკავშირის კანდიდატი შვიდი სახელმწიფო – ჩერნოგორია, ალბანეთი, ისლანდია, ნორვეგია, ლიხტენშტეინი, უკრაინა და საქართველო შეუერთდა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ყირიმისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების შესახებ.
ევროკავშირის გარდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს კანადა და აშშ შეუერთდნენ. შეზღუდვები მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის და აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსი „ბოევიკების“ მხარდაჭერის გამო დაწესდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები