„ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებში აშკარად ჩანს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია“
ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებში აშკარად ჩანს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია -ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, როგორც პრეზიდენტის, ისე “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ვისმენდით, რომ “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონპროექტის ალტერნატიული ვარიანტი იქნებოდა წარმოდგენილი, თუმცა ეს ამ დრომდე არ მომხდარა.
“ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებში აშკარად ჩანს, რომ პოლიტიკურად მოტივირებულია. ჩვენ ვისმენდით პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან, ისევე როგორც “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან, რომ ისინი პროექტის ალტერნატივას წარმოადგენდნენ, თუმცა კაბინეტში დღემდე არაფერია წარმოდგენილი. ამ კანონპროექტზე კონკრეტულმა ადამიანებმა ორი თვის განმავლობაში იმუშავეს, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლებთან მიმდინარეობა კონსულტაციები.
გუშინ პრემიერ-მინისტრის შეხვედრა გაიმართა აზიმ სადიკოვთან, შეჯერებული იყო ის შენიშვნები, რომელიც ჩვენ გავითვალისწინეთ, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა ხუთი შენიშვნა, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ, ვიმუშავებთ და ეს კანონპროექტი ყველასთვის მისაღები იქნება, ამ საკითხს მშვიდად და ფაქიზად უნდა მოვეკიდოთ, ვინაიდან საქმე ბიზნესსექტორს ეხება“,-განაცხადა კახა კალაძემ.