ქურთმა „ბოევიკებმა“ ქალაქ დიაბარკირში ორი ადამიანი მოკლეს

ქურთმა „ბოევიკებმა“ თურქეთის ქალაქ დიაბარკირში ჩაის სახლთან ცეცხლი გახსნეს, როს შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ იუწყება. ამ ინფორმაციის მიხედვით, დაღუპულები არიან პოლიციის ოფიცერი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.
როგორც თურქული მედია იუწყება, „ქურთთა მუშათა პარტიის“ წარმომადგენლებმა ჩაის სახლთან ცეცხლი მოძრავი ავტომანქანიდან გახსნეს. სროლის შედეგად დაიჭრა ორი ადამიანი, რომლებიც მოგვიანებით გარდაიცვალნენ.
მანამდე თურქეთის ხელისუფლებას და „ქურთთა მუშათა პარტიას“ შორის 2012 წლიდან სამშვიდობო შეთანხმება მოქმედებდა.
კონფლიქტის ესკალაცია მას შემდეგ მოხდა, რაც თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა ერაყში და სირიაში ქურთთა პოზიციები დაბომბეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები