მცხეთაში ნებისმიერი სახის მშენებლობასა და პრივატიზაციაზე მორატორიუმი ცხადდება

2016 წლის 31 დეკემბრამდე, მცხეთაში ნებისმიერი სახის მშენებლობასა და პრივატიზაციაზე მორატორიუმი ცხადდება, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გახდა ცნობილი.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, მორატორიუმი, ქალაქის გარდა, მის შემოგარენს, ლანდშაფტური დაცვის ზონებსაც შეეხება.
“დადგენილება გულისხმობს მორატორიუმის შემოღებას მცხეთაში ყველანაირ მშენებლობაზე, პრივატიზაციაზე, გასხვისებაზე. ეს მოთხოვნა იუნესკომ და მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრმა წამოაყენეს, რათა მიწათმოქმედების და ქალაქგანვითარების გენერალური გეგმები დამთავრდეს, იუნეკოსთან შეთანხმდეს და თუ ამ ნაბიჯებს გადავდგამთ, მომავალ წელს პრაქტიკულად გარანტირებული გვაქვს მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დაბრუნება”,- განაცხადა გიორგაძემ.
მთავრობის სხდომაზე “მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ” დადგენილებას განიხილავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები