საკრებულოში მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ექვსი თვის ანგარიში მოისმინეს
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ წევრებმა და კოალიციაში შემავალი სხვა ფრაქციების წარმომადგენლებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ექვსი თვის ანგარიში მოისმინეს.
საკრებულოს პრესსამსახურის ცნობით, დეპუტატებს ანგარიში მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა წარუდგინა. მან დაწვრილებით ისაუბრა სამსახურის მიერ ადმინისტრირებად ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე და მათთან დაკავშირებული ყველა კომპონენტი დეტალურად მიმოიხილა.
სამსახურის უფროსმა საკრებულოს დეპუტატებს ასევე გააცნო თითოეული პროგრამის მიმდინარეობის მდგომარეობა, არსებული სტატისტიკური მონაცემები და მიღწეული შედეგები.
მერიის საქალაქო სამსახურის უფროსის ანგარიშის მოსმენის შემდეგ, სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
დეპუტატებმა გელა ჩივიაშვილს სამსახურის წარმატებული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს და მოსმენილ ანგარიშს დადებითი შეფასება მისცეს.