ხვალ მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა იწყება

ხვალ,11:00 საათზე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე და დედაქალაქის მერი დავით ნარმანია მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ სამშენებლო სამუშაოებს გახსნიან.
20 წლის განმავლობაში დაკონსერვებული მეტროს მშენებლობა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განაახლა. მინისტრი და ფონდის დირექტორი საზოგადოებას პროექტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები