დავით ჯალაღანიამ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი იუე ბინი მიიღო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი იუე ბინი მიიღო.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას მხარეებმა მიმდინარე წლის 9-11 სექტემბერს საქართველოს პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სამთავრობო დელეგაციის ჩინეთის ქალაქ დალიანში დაგეგმილ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში (ე.წ. „ზაფხულის დავოსი“) მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ასევე განხილულ იქნა საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი თემატიკა და სამომავლო პერსპექტივები.