პრეზიდენტი პროექტის – „უკან მომავალში“ მონაწილეებს შეხვდა

“საქართველოს სახელმწიფო მოდერნიზაციის ინსტიტუტის”(GISM) ორგანიზებთ, პროექტ “უკან მომავალში”მონაწილე სტუდენტებმა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს. შეხვედრისას საუბარი შეეხო პროექტის “უკან მომავალში” ინოვაციურობას, მის არსსა და კონცეფციას, ასევე სტრატეგიულ მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებს. პრეზიდენტმა სტუდენტებთან საუბარში ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის პროცესში საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას და მზადყოფნა გამოთქვა, ნებისმიერ მსგავს ინიციატივას გვერდში დაუდგეს. შეხვედრის მიმდიანრეობისას აღინიშნა ევროინტეგრაციის პროცესში არსებული გამოწვევები და საფრთხეები. ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს საერთაშორისო ფუნქციაზე.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი პროექტით, რომელიც ევროინტეგრაციის პროცესში საზოგადოების ჩართულობის გაზრდის კუთხით მნიშნელოვან როლს ითამაშებს, ქვეყნის პრეზიდენტი დაინტერესდა და ჩვენთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა, ვფიქრობთ, ჩვენი თანამშროლობა კიდევ უფრო ეფექტურს გახდის პროექტით გათვალისწინებულ მოსალოდნელ შედეგებს, რაც ქვეყნის ევროპეიზაციის პროცესს დადებითად წაადგება”, – განაცხადა GISM-ის წარმომადგენელმა გიგა ლემონჯავამ და აღნიშნა, რომ პროექტი ხელს შეუწყობს სტუდენტების ევროინტეგრაციის მიმართულებით ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც კიდევ უფრო გაამყარებს საზოგადოების ევროპულ არჩევანს. პროექტი „უკან მომავალში“ სექტემბრიდან აიღებს სტარტს და მასში საქართველოს მასშტაბით არსებული 22 უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთვებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები