თინა ხიდაშელი: ჩემთვის რუსეთის სამხედრო დოქტრინაზე მეტად საინტერესოა, რა დოკუმენტს მიიღებს ნატო დეკემბრის მინისტერიალზე

ჩემთვის, რუსეთის სამხედრო დოქტრინაზე გაცილებით საინტერესოა, რა დოკუმენტს მიიღებს დეკემბრის მინისტერიალზე ნატო – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს რუსეთის საზღვაო დოქტრინის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
“დეტალურად ჯერ არ წამიკითხავს რუსეთის საზღვაო დოქტრინა, მაგრამ ყველაფერი გასაგებია. ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც დღეს ვხედავთ და რომელიც, სამწუხაროდ, სავარაუდოდ, შემდეგი 10 წლის განმავლობაში გამოვა კრემლიდან, და მე არ მაქვს რუსეთთან დაკავშირებით ოპტიმისიტური პროგნოზი, ყველა დოკუმენტი, რომელიც გამოვა კრემლიდან, იქნება მსგავსი შინაარსის, ზოგიერთ ზღვაზე არ გაფართოების არდაშვების, ზოგი კი ჰაერში გაფართოების არ დაშვების შესახებ. მათი პოზიცია გასაგებია, მაგრამ ჩემთვის, როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრისთვის, გაცილებით საინტერესოა, დეკემბრის მინისტერიალზე რა დოკუმენტს მიიღებს ნატო. ეს არის პასუხი ჩვენს გამოწვევებზე და არა ის, რა გადაწყვეტილებებს იღებს რუსეთი”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები