ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის აღდგენა გრძელდება

მდინარე ვერეს ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.
პროექტის მიხედვით, აღდგება გზის დაზიანებული მონაკვეთები და დანგრეული ტროტუარები, განხორციელდება გვირაბების შესასვლელისა და გასასვლელის დაზიანებული ნაწილების რეაბილიტაცია.
გარდა ამისა, „მზიურის“ მიმდებარედ, ჩაწყვეტილ მონაკვეთზე, აშენდება ხიდი. საავტომობილო კვანძის დროულად აღდგენისა და დედაქალაქში საცობების თავიდან აცილების მიზნით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები 24- საათიან რეჟიმში წარიმართება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანიები: „ბლექ სი გრუპი“ და „კავკასუს როუდ პროჯექტი“ აწარმოებენ. პროექტის ღირებულება 14.7 მლნ ლარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები