სოციალურად დაუცველი ბავშვები ბაკურიანში დაისვენებენ

საბურთალოს რაიონში მცხოვრები 50 ბავშვი დასასვენებლად ბაკურიანში გაემგზავრა. პროექტი თბილისის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
საბურთალოს რაიონის სამივე საუბნო-ტერიტორიული ერთეულიდან ბავშვები სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე, შეჭირვებული და მრავალშვილიანი ოჯახებიდან შეირჩნენ.
პროგრამის ბენეფიციარები საუბნო განყოფილებების ხელმძღვანელებმა დედაქალაქიდან გააცილეს. ათიდან თექვსმეტ წლამდე ასაკის 50 ბავშვი 12 დღეს ბაკურიანში, სასტუმრო „თბილისში“ გაატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები