„რა ფორმით გვექნება ურთიერთობა საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ნატოსთან – ცალ-ცალკე, თუ ერთად, ეს არის სხვადასხვა ფორმატის საქმე“

რა ფორმით გვექნება ურთიერთობა საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას ნატოსთან – ცალ-ცალკე, თუ ერთად, ეს არის სხვადასხვა ფორმატის საქმე , – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ლიტველი დეპუტატის მოსაზრებაზე კომენტირებისას განუცხადა.
“საფრთხეები ძალიან დიდი, აბსოლუტურად რეალური, თვალხილული და არსებულია და ეს არ არის ვირტუალური საფრთხეები, თუმცა მე არ მგონია, რომ ამ სამი ქვეყნიდან რომელიმე ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ამაზე ასე, ერთი დეპუტატის განცხადებაზე კომენტარის ფორმატში საუბრობდეს. ეს არის ბევრი სხვადასხვა ფორმატის საქმე – რა ფორმით ვიურთიერთობოთ ნატოსთან: ცალ-ცალკე, ერთად, ორ-ორი თუ სამივე, ეს არ არის ერთი დეპუტატის საპასუხოდ სასაუბრო საკითხი”, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
ლიტველი დეპუტატის მოსაზრებით, არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე, საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ საერთო სამხედრო კავშირი, კერძოდ, ერთობლივი ბატალიონი უნდა შექმნას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები