სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურმა საიტმა მუშაობა განაახლა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალუმა საიტმა (http://www.moa.gov.ge) მუშაობა განაახლა. ამის შესახებ “კვირას“ სამინისტროდან აცნობეს. შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი ჰაკერებმა დღეს დილით გატეხეს. საიტზე შემდეგი შინაარსის ტექსტი განათავსეს. “2015.01.27 ამ დროს ზიმბაბომ საქართველოს დახმარების სახით გამოუყო (50 ალუმინის ტრაქტორი, 100 პლასტმასის კომბაინი, 50 ნამგალი, 90 ჩაქუჩი, ტონა ლურსმანი, 10 ტრაკტორის საჭეე, 40 ნიკელის საბურავის დისკები, 11 ველოსიპედის პედალი, 50 არაბული სუფთა სისხლის ჯორები), და ეს ყველაფერი იყო იმისათვის რათა ეს მოხმარებოდა საქართველოს სუფლის მეორნეობას, ასავე გლეხობას.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ეს ეს დახმარება მიიღო 2015.03.19 -წელს. მაგრამ აქედან არაფერი არ მოხმარებია გლეხობას. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ეს ყველაფერი მიყიდა რუსეთს. და აქედან ისმება კიტხვა სად წავიდა ზიმბაბოს მიერ გამოყოფილი დახმარება საქართველოსათვის?”, – ნათქვამია ტექსტში.
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მომხდარის შესახებ  სამართალდამცველებს შეატყობინა. როგორც “კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე,  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  284-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, აღნიშნული მუხლი კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები