ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში 2000-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას
ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მაქსიმალურად იქნება წარმოჩენილი ქართული კულტურა, თუმცა თანხვედრაში იქნება თანამედროვეობასთან.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა განუცხადა და დასძინა, რომ ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ღონისძიებაში 2000-მდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.
მისივე თქმით, ბოლო მეჩირაღდნეთა ჯგუფში იქნება 14 მეჩირაღდნე, რომლებიც თავისუფლების მოედნიდან მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მიმართულებით 19:30 საათზე გაემართებიან.