საქართველოს საზღვარზე ფეთქებადი ნივთიერების გადმოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – ვიდეო

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფეთქებადი ნივთიერების გადმოტანის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე, 1970 წელს დაბადებული ოთარ გ. დარიალის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ოთარ გ-ს კუთვნილი “ვაზ 3221” ტიპის ავტომანქანის დათვალიერებისას აღმოჩენილი სამალავებიდან არადეკლარირებული ტვირთი – 180 ქილა ფეთქებადი ნივთიერება – დენთი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 45280,8 გრამ უკვამლო დენთს წარმოადგენს და ფეთქებად ნივთიერებათა კატეგორიას განეკუთვნება. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფეთქებადი ნივთიერების გადმოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები