ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე მოქალაქეები დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე მოქალაქეები გ. თ. ზ. ს. და შპს ,,ხირამის“ დირექტორი, შ. ხ. დააკავა.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით, შპს ,,ხირამი“-ს სახელით დაამზადეს ყალბი სამეურნეო ოპერაციების ამსახველი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და ხელშეკრულება, თითქოს აღნიშნულმა საწარმომ ერთ-ერთ კომპანიას მიაწოდა 249 700 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები