ანდრო ბარნოვი დაკითხვაზე დაიბარეს

საოკუპაციო ხაზთან მომხდარი ინციდენტის გამო გორის რაიონულ საამმართველოში მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი დაიბარეს.
ანდრო ბარნოვი გასაუბრების მიზნით უწყებაში დღეს უნდა გამოცხადდეს. შესაბამისი უწყისი ბარნოვმა გუშინ მიიღო, თუმცა იგი სამმართველოში მისვლას არ აპირებს.
„მას შემდეგ, რაც ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე განათავსეს ბანერი, შემდეგ უკვე ჩვენი დროშა ჩამოხსნეს, თუ პოლიციას ამ ფაქტის მიმართ აქვს დაწყებული მოკვლევა ან გამოძიება, სამწუხაროდ, ვერანაირად ვერ დავეხმარები, რადგან მე ვფლობ იგივე ინფორმაციას, რასაც ყველა ვფლობთ. თუ კარასინის დავალებით მიბარებენ, ნამდვილად არ ვაპირებ, რომ ამ მასკარადზე რაიმე რეაქცია გვქონდეს“, – განაცხადა ბარნოვმა.
ცნობისთვის: შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი ანდრო ბარნოვი 16 ივლისს იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საქართველოს სახელმწიფო დროშა ჩამოხსნეს. ბარნოვმა აღნიშნული ფაქტი გააპროტესტა, ადგილზე მყოფ სამართალდამცავს სიტყვიერად დაუპირისპირდა და უმოქმედობაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები