საქალაქო სასამართლოში .ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის განხილვა გაგრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს . ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის განხილვა გაგრძელდება. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.

როგორც ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, მოწმეების ჩვენებებიდან დასტურდება დაკავებულთა ბრალეულობა და იმედოვნებს, რომ განაჩენი გამამტყუნებელი იქნება.
ბრალდებულთა დაცვის მხარე კი ასევე დარწმუნებულია, რომ ბრალდებულები გამართლდებიან.

ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე განზრახ მკვლელობის, განზრახ უკანონო დაკავებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისა ბრალდებებით 11 პირია დაკავებული. მათ შორის არიან პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები და სპეცრაზმელები.

პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე ერთად განხილება, დანარჩენი 7 რიგითი სპეცრაზმელის საქმე კი – ცალკე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები