მებაჟე ოფიცრებმა მგზავრებს უკანონოდ შემოტანილი მედიკამენტები აღმოუჩინეს

მებაჟე ოფიცრებმა მგზავრებს უკანონოდ შემოტანილი მედიკამენტები აღმოუჩინეს, – როგორც “კვირას” შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საბაჟო – გამშვებ პუნქტზე „თბილისის აეროპორტი“, რეისით ბაქო-თბილისი, ჩამოფრინდა ირანის მოქალაქე მ. დ., რომელსაც ეჭვის საფუძველზე დათვალიერების დროს ნარკოტიკული საშუალება METADON (37 აბი) და ფსიქოტროპული მედიკამენტი XANAX (15 აბი) აღმოაჩნდა. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-6 განყოფილებას.
ნარკოტიკული ნივთიერება „ტრამადოლის“ შემცველი სამედიცინო პრეპარატი KINGDOL (5 აბი) აღმოუჩინეს მებაჟე ოფიცრებმა ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 23 ივლისს, სგპ „ვალეს“ ტერიტორიაზე ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე კ.ა.-ს. საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამართველოს საგამოძიებო სამსახურს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები