პრეზიდენტმა 98 მსჯავრდებული შეიწყალა
პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა შეწყალების მორიგ აქტს, რომლის შედეგადაც 98 მსჯავრებული შეიწყალა, – ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ქორიძემ განმარტა, აქედან, 74 დღესვე დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს. რაც შეეხება დანარჩენ 24-ს, მათ სასჯელი შეუმცირდათ.
“74 მსჯავრებულიდან, რომელიც დღეს დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს, ერთი ქალბატონია, ორი კი არასრულწლოვანი”, – განაცხადა ქორიძემ. მისივე თქმით, შეწყალების საკითხთა კომისიამ 17-18 ივლისის სხდომაზე სულ 589 მსჯავრებულის საქმე განიხილა. რაც შეეხებათ შეწყალებულებს, ქორიძის განცხადებით, შეწყალება შეეხო ისეთი ტიპის დანაშაულებს, როგორიც არის ნარკოტიკული ტიპის დანაშაული, ასევე არის მსუბუქი დანაშაულები, მათ შორის მძიმე დანაშაულიც. რაც შეეხება ძალადობრივ დანაშაულებს, ქორიძემ აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევებში პრეზიდენტის მაქსიმალურად იკავებს თავს.