“პოზიციამ” და ქუჩის მუსიკოსებმა დღის ცენტრ “ცისარტყელას” მოზარდებისთვის ერთობლივი ღონისძიება ჩაატარეს
არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიცია” სოციალურად დაუცველთათვის პროექტების განხორციელებას განაგრძობს.
ამჯერად ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი და სოციალური პროექტების ხელმძღვანელი თამთა ღლონტი ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოს“ დღის ცენტრ “ცისარტყელას” „ქუჩის მუსიკოსებთან“ ერთად ესტუმრნენ და სოციალურად დაუცველ მოზარდებს თანადგომა გამოუცხადეს.
„ცისარტყელას“ აღსაზრდელებმა რამდენიმე სიმღერა თავადაც შეასრულეს, შემდეგ კი „ქუჩის მუსიკოსებთან“ ერთად იმღერეს.
“პოზიციის“ წარმომადგენლებმა დღის ცენტრ „ცისარტყელაში“ საკვები პროდუქტებიც მიიტანეს, რის შეძენაშიც მათ რესტორანი “საზანდარი” დაეხმარათ.
დღევანდელ ღონისძიებაში ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.