ანსამბლ “მზიურის” ერთ-ერთი სახე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს

ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლ “მზიურის” ერთ-ერთი სახე, ნიკო ნადირაშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

იგი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ბრძოლას გეგმავს და უკან დახევას არ აპირებს. ყოფილი „მზიურელი“, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სექტემბრის ბოლოს თბილისში ჩამოვლასაც გეგმავს.

„ჩემო ძვირფასო თანამემამულენო!!! იმის მერე, როდესაც საბოლოვოდ გადავწყვიტე საქართველოში დაბრუნება და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ზოგიერთი ჩემი ახლობელი მირჩევს, რომ გადავიფიქრო ეს გადაწყვეტილება და პოლიტიკას სამუდამოდ ჩამოვშორდე… ეშინიათ, რომ საქართველოში – საქართველოს დამაქცევრებმა ფიზიკურად არ გამანადგურონ… :)))) უფულოდ ვერ გაიმარჯვებო… :))))) ახლა ვპასუხობ ყველას, რომლებსაც ასეთი აზრები მოსდით თავში: უკან დამხევი არა ვარ და მალე ნახავთ, ვისი აჯობებს… მართალია, უფულო კაცი კი ვარ, მაგრამ უგულო ნაღდად არა ვარ და ის სიმდიდრე, რაც მე გამაჩნია, ბევრ ფულიანს არა აქვს… სხვათა შორის, რომც მოინდომონ, ამ სიმდიდრეს ვერასოდეს და ვერსად იყიდიან!!!… მოკლედ – სექტემბრის ბოლოს თბილისში ვიქნები!!!“ – წერს ნიკო ნადირაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ნიკო ნადირაშვილი რამდენიმე წელია ოჯახით აშშ-ში ცხოვრობს.

11759639_982823185073508_1673280243_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები