თელავის, ყვარლის, ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში თევზჭერის წესების დარღვევის 7 ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა პრევენციული ღონისძიებების გატარებისას თელავის, ყვარლის, ახმეტისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში თევზჭერის წესების დარღვევის 7 ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, სამართალდამრღვევები მდინარე- ალაზანსა და ბაისუბნის წყალზე კანონმდებლობით აკრძალული თევზსაჭერი მოწყობილობით – ელექტროშოკური აპარატით თევზაობდნენ.

ბრაკონიერებს სამართალდარღვევის ჩადენის იარაღები: ელექტროშოკური აპარატი, ჩოგან-ბადე, დენის წყარო – ე.წ. აკუმულატორი ჩამოერთვათ. აღნიშნული ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს გადაეგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები