გიორგი გაბედავა: „თავისუფალი ზონის“ მონები სოფელ ხურვალეთის დაზარალებულ მოსახლეობას ხელითაც შეეხნენ

=

გიორგი გაბედავა საოკუპაციო საზღვართან მდებარე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

გაბედავა ხურვალეთში გამართული შეხვედრის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.

ამასთან, გაბედავას ინფორმაციით, “თავისუფალი ზონის“ წევრები ერთ-ერთ ადგილობრივს, ომის მონაწილეს ფიზიკურადაც შეეხნენ.

“დღეს ვიმყოფებოდით სოფელ ხურვალეთში, შევხვდით მოსახლეობას და აღვწერეთ მოსახლეობის რეალური პრობლემები. რთული და შრომატევადი სამუშაო იყო, მაგრამ დიდი სითბო დავინახეთ ამ ადამიანებისგან და რაც მთავარია, ობიექტურობა… პოლიციის თანამშრომლები გადასახვევთან დგანან და იცავენ მოსახლეობის უსაფრთხოებას, მათ გაგვაცილეს სოფლის შიგნით და ბოლომდე ჩვენთან იყვნენ. დიდი მადლობა ამ ბიჭებს, და ისინი ყველა იბრძოდნენ 2008 წელს…

საწყენი ის იყო, რომ გავიგე, “თავისუფალი ზონის“ მონების საქციელის შესახებ, ისინი ხელით შეეხნენ დაზარალებულ მოსახლეობას, ერთ-ერთ ომის მონაწილეზეც კი აუწევიათ ხელი, თვითონ “ზონელები“ კი ომის დროს სად გარბოდნენ და სად იმალებოდნენ, კაცმა არ იცის…

13 საათზე „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში მექნება პრესკონფერენცია, სადაც ვისაუბრებ მოსახლეობის რეალურ პრობლემებზე საოკუპაციო ხაზთან! ამ ხალხს ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება და ხელისუფლების ქმედითი ნაბიჯები“,- წერს გიორგი გაბედავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები