დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო წესების დარღვევის ფაქტზე, მოქალაქე იური. ღ. დააკავა.
როგორც “კვირას“ ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა საბაჟო – გამშვები პუნქტის, “ყაზბეგის” გავლით, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობები და ძვირფასი საიუველირო ნივთები.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 – ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები