ოკუპანტებმა მოსწავლეები განმუხურში არ შეუშვეს

  რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონის სოფელ ქვედა ბარღებში მცხოვრებ 12 მოსწავლეს, რომლებიც განმუხურის სკოლაში მიდიოდნენ, ე.წ საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მისცეს.
როგორც “კვირას“ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ოთარ გოგოხიამ განუცხადა, ბავშვები ნაბაკევში სწავლის ქართულ ენაზე მისაღებად გადადიოდნენ.
მისი თქმით, ოკუპანტები სოფელ ბარღების გამგებლისგან აღნიშნული მოსწავლეების სიას და სპეციალურ წერილს ითხოვენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული სიის გადაცემის შემთხვევაში მოსწავლეებს პრობლემას აღარ შეუქნიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები