ზურაბ ჟვანიას საქმეზე შესაძლოა, ვანო მერაბიშვილი დაიკითხოს

ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული კობა ხარჩილაძისა და მიხეილ ძაძამიას სასამართლო პროცესზე შესაძლოა, ვანო მერაბიშვილი დაჰკითხონ. ამის შესახებ ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, ძაძამია-ხარშილაძის საქმის განხილვისას საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მერაბიშვილთან ერთად სხვა მაღალჩინოსნებიც დაიკითხებიან, თუმცა მათი ვინაობის დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჟვანიას საქმეზე ყოფილი პრემიერის დაცვის სამსახურის უფროსს კობა ხარშილაძეს და მისი დაცვის წევრ მიხეილ ძაძამიას სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან. ძაძამია 2000-ლარიანი გირაოთი გასული წლის დეკემბერში გაათავისუფლეს. ნაფიცმა მსაჯულებმა საქმეზე ვერდიქტი ამ თვის ბოლოს უნდა გამოიტანონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები