ხარშილაძე-ძაძამიას საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება
ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებული კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას წინააღმდეგ საქმის არსებითი განხილვა, ნაფიცი მსაჯულების პირობებში დღეს განახლდება. სასამართლო სხდომა დღეს 11:00 საათისთვისაა ჩანიშნული.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
ზურაბ ჟვანიას საქმეზე ყოფილი პრემიერის დაცვის სამსახურის უფროსს კობა ხარშილაძეს და მისი დაცვის წევრ მიხეილ ძაძამიას სამსახურებრივ გულგრილობას ედავებიან. ძაძამია 2000-ლარიანი გირაოთი გასული წლის დეკემბერში გაათავისუფლეს. ნაფიცმა მსაჯულებმა საქმეზე ვერდიქტი ამ თვის ბოლოს უნდა გამოიტანონ.