“მარლბოროს” აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
როგორც „კვირას“ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ მოქალაქე მაისო თავთუხ ოღლიმ, საქართველოს ტერიტორიაზე, ქართული აქციზური მარკის გარეშე გადაზიდა და გაასაღა 2 000 კოლოფი სიგარეტი „მარლბორო.“
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.