ბელორუსების მიერ დაკავებული ქართველი, მანდილოსნების ნდობით სარგებლობდა და შემდეგ მათ ძარცვავდა

ბელორუსიაში თაღლითობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა საერთაშორისო აეროპორტ “მინსკი 2”-ში საქართველოს მოქალაქე, 50 წლამდე მამაკაცი დააკავეს, რომელიც თაღლითობაშია ეჭვმიტანილი.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ბ. ტ. ქალბატონების ნდობით სარგებლობდა და შემდეგ მათ ძარცვავდა. მის ანგარიშზე თაღლითური გზით მოპოვებული 12 ათასი აშშ დოლარია.
ბელორუსიაში მის წინააღმდეგ უკვე აღძრულია სისხლის სამართლის 4 საქმე. სამართალდამცველები არ გამორიცხავენ, რომ ბ.ტ-ს საქმეში კიდევ მეტი დაზარალებული იყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები