საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი პროექტს „Vernetzt für Nachhaltigkeit“ განახორციელებს
გოეთეს ინსტიტუტში დაიწყო პროქტი „Vernetzt für Nachhaltigkeit“ (გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის), რომელიც ფინანსდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ამ პროექტის მიზანია სხვადასხვა ფორმის თანამშრომლობების ხელშეწყობა მდგრადი განათლების სფეროში.
გოეთეს ინსტიტუტი ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტთან ერთად მდგრადი განათლების კონცეფციაზე დაყრდნობით ცდილობს CLIL- ის (Content and Language Integrated Learning) მეთოდის დახმარებით აჩვენოს, რომ სწავლა პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული ქმედებებისა და გადაწყვეტილებების მიღების წინაპირობა უნდა იყოს, რომ აამაღლოს მოსწავლეთა ცნობიერება.
პროექტი “Vernetzt für Nachhaltigkeit”(გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის) მასშტაბურია, თავისი სტრუქტურითა და შინაარსით მოიცავს საზაფხულო ბანაკს, კონფერენციას, ვორკშოპებს, სასკოლო პროექტებს და სოლიდური სახელმძღვანელო წიგნის გამოცემას.
პროექტის პირველი ეტაპი იყო საზაფხულო ბანაკი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების თემაზე, რომელიც კვარიათში საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სკოლებიდან გერმანული ენის მასწავლებლებისთვის ახლახანს 12-18 ივლისს მოეწყო. რამდენიმედღიანი სემინარები ჩაატარეს ვილი ლინდერმა (ავსტრია), ფატი რამიშვილმა (საქართველო) და აიკე პოკრანდტმა (გერმანია). ამ სემინარების მიზანია სკოლებში გერმანული ენის გაკვეთილის დროს გარემოს დაცვის და მდგრადი განვითარების თემების ინტეგრირება.
ჩვენი პროექტის „Vernetzt für Nachhaltigkeit“ (გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის) კონცეფცია ეფუძნება ე.წ. CLIL (Content and Language Integrated Learning )-ის სწავლების მეთოდს, რომელიც უცხო ენისა და კონკრეტული დისციპლინის ინტეგრირებას ახდენს. ასე მაგალითად, სოციალური, ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გარკვეული თემატიკის სწავლება შესაძლებელია მოხდეს სამიზნე უცხო ენაზე, რაც საგნობრივი ცოდნის გარდა ინტერდისციპლინარულობას, კომპლექსურ აზროვნებასა და შემოქმედებითობას უწყობს ხელს.
მდგრადი განვითარება და მდგრადი აზროვნება ჩვენს ცხოვრებაში დიდ, მნიშვნელოვან და აქტიურ როლს თამაშობს. ეკონომიკისა და ეკოლოგიის მომავალზე კრიტიკული საკითხები განსაკუთრებით ახალგაზრდებს აღელვებთ: ქსელური მდგრადობა მათ შანსს აძლევს, გაეცნონ მდგრადი განვითარების პერსპექტივებს, შეისწავლონ მასთან დაკავშირებული გამოწვევები და აქტიურად ჩაერთონ მიმდინარე პროცესში.
2015 წლის 11 სექტემბერს გოეთეს ინსტიტუტში დიდი საერთაშორისო კონფერენცია პირველად გაიმართება თემაზე: „Vernetzt für Nachhaltigkeit“ (გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის), რომლის მომზადებაზეც აქტიურად მიდის მუშაობა. კონფერენციის ფარგლებში აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს სკოლის მასწავლებლები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის გაიმართება დისკუსია მდგრადი განათლების შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე, მწვანე პედაგოგიკაზე, გარემოსდაცვით პედაგოკიკაზე, ე.წ. CLIL-ზე, განიხილავენ ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სოციალურ ინტერესთა კონფლიქტებს და ყურადღებას მიაპყრობენ არსებულ წინააღმდეგობებს, ამბივალენტურ დამოკიდებულებებსა და კომპრომისების საჭიროებას. ამიერკავკასიაში ისევე, როგორც ევროპაში ეს საკითხები აქტუალურია და საგანმანათლებლო დაწესებულებაში სულ უფრო ხშირად იკვეთება საკუთარი ინიციატივით მომავლის შეცვლის მოტივაცია და სურვილი. ამ კონფერენციაზე მონაწილეობას ღებულობს განათლების სამინისტროს, გარემოს დაცვის სამინისტროს, ეკონონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სპეციალისტები, ასევე იუნესკოს წარმომადგენლობა საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. გოეთეს ინსტიტუტის მოწვევით გერმანიიდან, ავსტრიიდან და შვეიცარიიდან სპეციალურად ჩამოდის 5 ექსპერტი გარემოსდაცვითი და მწვანე პედაგოგიკის ასევე მდგრადი განვითარების სფეროდან. კონფერენციაზე გარდა იმისა, რომ შერჩეული სკოლებისათვის გარკვეული პროექტები დაიგეგმება, სკოლის წარმომადგენლები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ეკონომიურ, ეკოლოგურ და სოციალურ კონფლიქტებზე გამართულ საჯარო დებატებში.
როგორც ამ საერთაშორისო კონფერენციის, ასევე მთლიანად პროექტის მიზანი არის ის, რომ სკოლებში საგანმათლებლო პროცესი გახდეს მდგრადი განვითარების სფეროში ცნობიერების ამაღლების ერთგვარი ბიძგი. შესაბამისად პროექტის სტატეგია მოიცავს ვორქშოპების სერიას აზერბაიჯანში, სომხეთსა და საქართველოში. ეს სემინარები, რომელშიც მნიშნელიოვანი და არსებითია მასწავლებელთა ჩართულობა, ემსახურება სკოლის მასწავლებლების პროექტების დაგეგმვას მდგრადი განვითარების თემაზე და ამ მიმართულებით აქტუალურ საკითხებზე, – ბუნება როგორც გარემო, წყალი, საარსებო ნიადაგი, კლიმატი, საკვები და ბიომრავალფეროვნება. პროექტების ფარგლებში მასწავლებლებს პროექტების მომზადებაში დაეხმარებიან ვენის აგრარული და გარემოსდაცვითი პედაგოგიკის უნივერსიტეტის სტუდენტებიც.
საბოლოოდ კი გოეთეს ინტიტუტი გამოაქვეყნებს მონაწილე მასწავლებლების პროექტთა კრებულს, ანუ სოლიდურ სახელმძღვანელოს, რომელიც შედგენილი იქნება როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილებისაგან. მასში ასახული იქნება საწავლო პროცესისათვის გამოსადეგი კონკრეტული მეთოდები და აღწერილი იქნება პროექტში ჩართული სკოლების გამოცდილებები.
საერთაშორისო პროექტის”Vernetzt fürNachhaltigkeit”(გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის) დასკვნით-შემაჯამებელ კონფერენცია გაიმართება გოეთეს ინსტიტუტში, სადაც შეფასდება ინდივიდუალური პროექტები, ასევე განხილული იქნება პროექტის გრძელვადიანი შესაძლებლობის პერსპექტივა და მასთან დაკავშირებული იდეები.
პროექტის ხანგრძლივობა: ივნისი – დეკემბერი, 2015 წელი.
პროექტის განხორციელების ადგილი: საქართველო, აზერბიჯანი, სომხეთი.
R