სასაზღვრო პოლიცია საქართველო-სომხეთის საზღვრის გადმოწევის ფაქტს უარყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარმა გადმოიწია, უარყოფს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასაზღვრო პოლიცია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“18 ივლისს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველო-სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარმა გადმოიწია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში, სიმართლეს არ შეესაბამება. აღნიშნული სოფელიდან 2 კილომეტრში მდებარეობს საქართველოს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) N6 სასაზღვრო სექტორი (სადახლო), რომელიც სასაზღვრო რეჟიმს ახორციელებს იმავე მონაკვეთში დაცვის ხაზის შეუცვლელად”, – აღნიშნულია სასაზღვრო პოლიციის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები