ესპანეთში, ნარკოტიკების გადატანისთვის დაკავებულ მეზღვაურებს შორის 6 ქართველი აღმოჩნდა  

ესპანეთში, ნარკოტიკების გადატანისთვის დაკავებულ მეზღვაურებს შორის 6 ქართველი აღმოჩნა, – ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავ გემზე 8 პირი, მათგან 6 საქართველოს მოქალაქეა დაკავებული. კარტახენთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ამოღებულია 2 ტონა ნარკოტიკული საშუალება.
ტელეკომპანიის ცნობით, საქართველოს 6 მოქალაქე თურქ და სირიელ მეზღვაურებთან ერთად 2 თვეზე მეტია, რაც ესპანეთის ციხეშია დაკავებულია. დაკავებული ქართველების მდგომარეობა მძიმეა, მათ ნაწილს, როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.
დაკავებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გემზე ნარკოტიკული საშუალებები თურქმა და სირიელმა მესაზღვრეებმა აიტანეს, რასაც მათსა და ქართველებს შორის კონფლიქტი მოჰყვა. რამდენიმე წუთში კი ესპანელმა სპეცნაზმელებმა ყველა მათგანი დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები