„პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა 10 პირი დააკავეს

დედაქალაქის საკრებულოსთან პროექტ „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა აქციის 10 მონაწილე დააკვეს. დედაქალაქის საკრებულოსთან პროექტ „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ გამართულ აქციზე სამართალდამცველებმა აქციის 10 მონაწილე დააკვეს.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მათგან ერთი პირი ადმინისტრაციული წესით 166-ე და 173-ე მუხლების თანახმად დააკავეს. კიდევ ერთი პირი 166-ე და 45-ე მუხლებით, დანარჩენი რვა კი მხოლოდ 166-ე მუხლით გათვალისიწნებული ბრალდებით, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
აქცია საკრებულოს წინ მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობის“ და რიგითი მოქალაქეების მონაწილეობით გაიმართა. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა „პანორამა თბილისის“ პროექტის განხორციელების შეჩერებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები