„პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ გამართულ აქციზე სამართალდამცველებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს
დედაქალაქის საკრებულოსთან პროექტ „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ გამართულ აქციზე სამართალდამცველებმა აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აქციის მონაწილე ადმინისტრაციული წესით 166-ე მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
აქცია საკრებულოს წინ მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობის“ და რიგითი მოქალაქეების მონაწილეობით გაიმართა. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა „პანორამა თბილისის“ პროექტის განხორციელების შეჩერებაა.