დაკავებული „თავისუფალი ზონის“ აქტივისტები სასამართლოდან ჯარიმის გარეშე გათავისუფლედნენ
ორჭოსანთან დაკავებულ „თავისუფალი ზონის“ თავისუფალი ზონის“ ხუთ აქტივისტს სასამარლომ ჯარიმა არ დააკისრა. ისინი გორის რაიონული სასამართლოდან ჯარიმის გარეშე, უპირობოდ გათავისუფლდნენ. სასამართლო სხდომა შვიდი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოოდ, მოსამართლე მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.
დაკავებულებს სამართალდამცველების მიმართ დაუმორჩილებლობას და სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებოდნენ.
„თავისუფალი ზონის“ წევრები სოფელ ორჭოსანთან 17 ივლისს დააკავეს. ისინი თანამოაზრეებთან ერთად აქციას მართავდნენ, რა დროსაც პოლიციელებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა.