გიგლა აგულაშვილი ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სისტემის პრეზენტაციას დაესწრო
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი იმერეთის რეგიონს სტუმრობდა.
მინისტრმა მხარის რწმუნებულთან გივი ჭიჭინაძესთან ერთად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სისტემის პრეზენტაციას დაესწრო.
თანამედროვე ტექნოლოგიის სისტემა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” ინიციატივით დამონტაჟდა, რაც ატმოსფერული ჰაერის ხარისხის რეგულარული მონიტორინგის საშუალებას იძლევა.
ასევე გიგლა აგულაშვილი ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანას სტუმრობდა, სადაც უახლოეს მომავალში არსებული ფილტრები მაღალი კატეგორიის გამწმენდი ფილტრებით ჩანაცვლდება.