ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს ტერიტორიებს აუცილებლად დავიბრუნებთ

ისტორიული სამართლიანობა აუცილებლად აღდგება, ჩვენს ტერიტორიებს აუცილებლად დავიბრუნებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რაც ხდება საოკუპაციო ხაზთან, საერთაშორისო ნორმებით დადგენილი საზღვრები არ გადაიხედება.
“არავითარი საზღვრები. საზღვრები დაწესებულია საერთაშორისო ნორმებით. ჩვენი საზღვრები არ გადაიხედება. ეს არის რეალობა, რომელიც არ შეიცვლება არასოდეს. ისტორიული სამართლიანობა აუცილებლად აღდგება, ჩვენს ტერიტორიებს აუცილებლად დავიბრუნებთ. შევალთ აფხაზეთშიც და ოსეთშიც და ჩვენს დებთან და ძმებთან ერთად ვიცხოვრებთ მშვიდად. ეს არის რეალობა. ამას ჩვენ კონსტრუქციული მიდგომით მივაღწევთ. რაც შეეხება ამ დღეებში განვითარებულ მოვლენებს, ეს იყო პროვოკაცია. ჩვენი სახელმწიფო არ დაუშვებს არც ერთ პროვოკაციას, არც ქვეყნის შიგნით და არც გარედან მომდინარეს, იმიტომ, რომ ეს არის პრინციპული საკითხი”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები