პრემიერი: “თავისუფალი ზონა”, ბარნოვი და სხვები ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნეები არიან

ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალები ცდილობენ განსაკუთრებით დაძაბონ სიტუაცია ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დაწყების წინ, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა. „ასეთი პროვოკაციებით, ეს ადამიანები ვერაფერს მიაღწევენ. ისეთი ავანტიურისტები, როგორიცაა “თავისუფალი ზონა”, ანდრო ბარნოვი და სხვები, არიან ანტისახელმწიფოებრივად მოაზროვნეები და ძაბავენ მოსახლეობას. ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ მთავრობა აგრძელებს კონსტრუქციულ პოლიტიკას და ამას ხელს ვერავინ შეუშლის. შიდა დესტრუქციული ძალები ვერ შეგვაჩერებენ, რომლებიც განსაკუთრებით ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, ძაბავენ სიტუაციას”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები