პრემიერი: ეს პოლიციელი, ბარნოვისგან და მისი ბელადი სააკაშვილისგან განსხვავებით, იბრძოდა აგვისტოს ომში

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარის ანდრო ბარნოვის პოლიციელთან დაპირისპირებას გამოეხმაურა. პრემიერი მომხდარს მიუღებლად მიიჩნევს.
“რაც შეეხება ბოლოს განვითარებულ მოვლენებს, ეს იყო გარკვეული პროვოკაცია, რასაც გარკვეულმა ჯგუფებმა ასევე პროვოკაციით უპასუხეს. ეს არის საფრთხილო საქმე და სახელმწიფო არ დაუშვებს მსგავს პროვოკაციებს, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარედან მომდინარეს. ეს არის პრინციპული საკითხი. ჩვენ ვნახეთ სააკაშვილის ბიბლიოთეკის გამგე ვინმე ბარნოვის ქმედება, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ხელისუფლების წარმომადგენელს, პოლიციელს. მე მივმართავ პოლიციელებს ასეთი ტიპის პროვოკაციები დაუყონებლივ აღკვეთონ. პოლიციელმა უნდა დაიცვას თავისი მუნდირი და ღირსება. ეს პოლიციელი, ბარნოვისგან და მისი ბელადი სააკაშვილისგან განსხვავებით, იბრძოდა აგვისტოს ომში,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები