პაატა ზაქარეიშვილის სახლთან მიმდინარე აქციაზე ბესო გაზდელიანი დააკავეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის საცხოვრებელ სახლთან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ საპროტესტო აქცია გამართა.
აქციის წევრებმა საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე ზაქარეიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები გააპროტესტეს.
აღნიშნულ აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაცია “პატრიოტთა ლეგიონის” წევრი ბესო გაზდელიანი დააკავეს. სავარაუდოდ, ბესო გაზდელიანსა და მელორ ვაჩნაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ბესო გაზდელიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით არის დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები