კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა 11 საკითხი განიხილეს

თბილისის მინიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებმა იმსჯელს და მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცებას დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
ასევე დადებითად შეფასდა საკითხი თბილისის 2015 წლის ბიუჯეტით ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურისთვის გათვალისწინებული ასიგნებების კვარტალურ გადანაწილების თაობაზეც.
დღესვე დეპუტატებმა განიხილეს და დადებითი რეკომენდაცია მისცეს მიწის ნაკვეთების, და უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის, უსასყიდლო უზურფრუქტით და იჯარის ფორმით გადაცემას და გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შესყიდვის განხორციელებასაც.
კომისიის სხდომას კომისიის წევრეთან ერთად მერიის შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები